დაფნის და მოცვის ბაღის გაშენების საინვესტიციო მიზანშეწონილობის ანალიზი

2020 წლის თებერვალი-მარტში, SavvY-მ ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე 40 ჰა. მიწის ფართობზე დაფნის და მოცვის ბაღის გაშენების საინვესტიციო მიზანშეწონილობის ანალიზი. პროექტზე მუშაობის ფარგლებში, SavvY-ის გუნდმა ჩაატარა დაფნის და მოცვის ბაზრის კვლევა, სადაც გამოვლინდა საქართველოში არსებული მიწოდება, მოხმარება და რეალიზაციის შესაძლებლობები. კვლევის ეტაპზე შეგროვებულ ინფორმაციაზე, პროექტის განსახორციელებლად საჭირო პირველადი ინვესტიციების შეფასებაზე და მომზადებული 10 წლიანი საპროგნოზო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზზე დაყრდნობით, გუნდმა მოამზადა ცალკეული პროექტების 1. დაფნის და 2. მოცვის ბაღის გაშენების საინვესტიციო მიზანშეწონილობის ანალიზი. გარდა ამისა, მიწის ბიოლოგიური ანალიზის მიხედვით, გუნდმა განავითარა და შეაფასა კომბინირებული ეფექტი, რაც გულისხმობს მიწის ორ ნაწილად დაყოფას და ორივე კულტურის გაშენებას.

Client
ფიზიკური პირი
თარიღი
01.02.2020 - 01.04.2020
სერვისები
საინვესტიციო მიზანშეწონილობის ანალიზი