მოცვის ბაღის ბიზნეს გეგმა

2021 წლის აპრილი- მაისი თვეებში, SavvY-ის გუნდმა იმუშავა მოცვის ბაღის ბიზნესგეგმაზე. პროექტზე მუშაობის განმავლობაში SavvY-ის გუნდმა ჩაატარა ბაზრის ანალიზი. ბაზრის ანალიზის მიზანი იყო საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ მოცვის კულტურით დაინტერესების შეფასება და რეალიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა. ინდუსტრიაში ტენდენციების შესწავლის საფუძველზე დადგინდა პროექტის საპროგნოზო მიზანშეწონილობა. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გუნდმა მოამზადა კვლევის შედეგების დოკუმენტი და ფინანსური მოდელი, რომელიც იძლევა ინვესტიციის ფინანსური მიზანშეწონილების შეფასების საშუალებას.

Client
მოცვის ბაღის ბიზნეს გეგმა
თარიღი
01.04.2021 - 01.05.2021
სერვისები
ბიზნეს გეგმა