2020 წლის აგვისტო – სექტემბრის თვეებში, SavvY-იმ ებრაელი ინვესტორების დაკვეთით მოამზადა “მრავალჯერადი მოხმარების ტილოების წარმოების ბიზნეს გეგმა“. საწარმოს ადგილმდებარეობად თბილისი თავისუფალი სავაჭრო ზონა განისაზღვრა. პროექტზე მუშაობის განმავლობაში SavvY-ის გუნდმა ჩაატარა ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევის მიზანი იყო საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ, საწმენდი ტილოების ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის შეფასება. საწმენდი ტილოების არსებული მიწოდებისა და მოხმარების შეფასება და რეალიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა, ადგილობრივად და უცხოეთში. SavvY-ს კვლევა დაეფუძნა, სამიზნე სეგმენტებში საწმენდი ტილოების მოხმარების და ზრდის პოტენციალის შესწავლას. კვლევის ეტაპზე შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გუნდმა მოამზადა 7 წელიწადზე გათვლილი ფინანსური გეგმა. აღსანიშნავია, რომ SavvY-ის მიერ მომზადებული ფინანსური მოდელი იძლევა ფინანსური ინდიკატორების შედარების საშუალებას სხვადასხვა ალტერნატიული სცენარის პირობებში. არსებული პროექტის ფარგლებში შეფასდა პროექტის ფინანსური მიზანშეწონილობა.