BOG & USAID Economic Security Program

USAID Economic Security Program-ისა და საქართველოს ბანკის ინიცირებითა და დაფინანსებით განხორციელდა შესაძლებლობების ამაღლებისა და საკონსულტაციო მომსახურების პროექტი ბიზნეს კლინიკის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც იყო შერჩეული კომპანიების მხარდაჭერა დაფინანსების მოპოვებასა და ექსპორტის სტრატეგიის შემუშავებაში.

SavvY-ის გუნდი ჩართული იყო დაფინანსების მოპოვების ტექნიკური დახმარების კომპონენტში, რაც გულისხმობდა, მხარდაჭერას ბიზნესგეგმების მომზადებაში, ტრენინგსა და კონსულტაციებს ამ კუთხით და ფინანსური უწყისების მომზადებას.

შედეგად, მონაწილე კომპანიებიდან ერთმა მყისიერად მიიღო დაფინანსება. ხოლო დანარჩენი კომპანიები პროექტის დასრულებიდან 3-9 თვის ვადაში გეგმავენ დამატებითი ფინანსების მოძიებას.

Client
BOG & USAID Economic Security Program
თარიღი
01.09.2021-01.11.2021
სერვისები
ბიზნესის განვითარება