CFO Outsourcing

2020 წლის მაისში SavvY-მ შპს კავკასიის ბიზნესის სკოლასთან დაიწყო თანამშრომლობა CFO აუთსორსინგისა და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებით 2 წლიან თანამშრომლობას. პროექტზე მუშაობის ფარგლებში, SavvY-მ შეისწავლა სკოლაში არსებული ფინანსური და მასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცესების მდგომარეობა, შეადგინა სამოქმედო გეგმა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო მის განხორცილებაში. კერძოდ, მომზადდა სკოლის წარსული პერიოდის ფინანსური ანგარიშგებები, მომზადდა საპროგნოზო 1 წლიანი ბიუჯეტი, დაინერგა ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი კონტროლის მექანიზმები, დაკომპლექტდა კომპანიის ფინანსური გუნდი, დაინერგა ფინანსებთან დაკავშირებული პროცესები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები (შესყიდვები, დებიტორების და კრედიტორების მართვა, ფულის მოძრაობა). კომპანიის წარმომადგენლებთან მჭიდრო მუშაობით სკოლამ წარმატებით გაართვა თავი პანდემიის მდგომარეობას და ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის.

Client
შპს "კავკასიის ბიზნესის სკოლა"
თარიღი
31.04.2020 - 31.04.2022
სერვისები
CFO Outsourcing