ფინანსური განათლების ტექნიკური დახმარების პროგრამა

SavvY-იმ მონაწილეობა მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ 2019 წელს ინიცირებულ პროგრამაში ENTAFI. აღნიშნული პროგრამის მიზანია: დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ფინანსური ჩართულობა, ეკონომიკის ხელშეწყობა, სიღარიბის დაძლევა და მეწარმეობის წახალისება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

პროგრამა ხორციელდებოდა AFC – Agriculture and Finance Consultants მიერ. სამი კომპონენტით: 1) ფინანსური ინსტიტუტების ტრენინგი საკრედიტო, საბანკო და ადმინისტრაციული რისკების მართვის მიმართულებით; 2)  შერჩეული ფინანსური ინსტიტუტებისთვის უნარების გაუმჯობესება; და 3) მიკრო და მცირე საწარმოების (MSME) დახმარება ფინანსური განათლების, მენეჯერული შესაძლებლობების და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების მიმართულებით.

ამ პროგრამის ფარგლებში SavvY-ის გუნდმა შეიმუშავა სახელმძღვანელო: „განავითარე შენი ბიზნესი: იდეიდან დაფინანსებამდე“. სახელმძღვანელოს მიზანია ღვინის და აგრო ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე მეწარმეების მხარდაჭერა საკუთარი მიზნების მიღწევასა და ბიზნესის გაფართოებაში. განიხილება საკითხები, რომლებიც მეწარმეს დაეხმარება განავითაროს საკუთარი ბიზნესი იდეიდან და ხელი შეუწყოს დაფინანსების მოპოვებას. ამ მიზნით, სახელმძღვანელო მოიცავს ბიზნესგეგმის შედგენის, ბიზნესსტრატეგიის შემუშავების, სწორი ფინანასური გადაწყვეტილებებისთვის ანგარიშგებების აწყობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს.

გარდა ამისა, SavvY-ის გუნდმა ზემოთხსენებულ საკითხებში ტრენინგები ჩაუტარა დასავლეთ საქართველოს მცირე მარნების წარმომადგენლებს, მოამზადა ტრენერთა ტრენინგის სახელმძღვანელო და გადაამზადა ტრენერები, რათა მათ სამომავლოდ შეძლონ აღნიშნული კურსის გაძღოლა.

Client
Agriculture and Finance Consultants (AFC)
თარიღი
01.03.2021 - 15.07.2021
სერვისები
ფინანსური განათლების ტექნიკური დახმარების პროგრამა