თევზის ბაზარი და რესტორანი

2018 წლის თებერვალი-მარტის პერიოდის განმავლობაში SavvY-ის გუნდი მუშაობდა აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმში თევზის ბაზრისა და რესტორნის ბიზნეს გეგმაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა აჭარის რეგიონის და მათ შორის ბათუმის ეკონომიკური მაჩვენებლები, დამუშავდა სტატისტიკური მონაცემები და გამოვლინდა პოტენციალი აღნიშნული ბაზრისთვის. გარდა ამისა, SavvY-მ შეისწავლა შავ ზღვაში მობინადრე თევზის სახეობები და მათი შავ ზღვაში ჭერილები (რაოდენობები). იდენტიფიცირდნენ ის მომწოდებლები და თევზის სახეობები, რომლითაც  აჭარის თევზის დღევანდელი ბაზარი არის მომარაგებული. გარდა ამისა, რესტორნების მიმართულებით, გაკეთდა ანალიზი კონკურენტების მიმართულებით და გამოიკვეთა ბაზრის მოთხოვნები.

მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის შედეგად შეიქმნა 5-წლიანი ფინანსური მოდელი, რომელიც აწყობილია გარკვეულ დაშვებებზე დაყრდნობით. საინვესტიციო მიზნებისთვის ბათუმის თევზის ბაზარი და რესტორანი დადებითად შეფასდა.

Client
ინვესტორი
თარიღი
30/04/2018
სერვისები
ბიზნეს გეგმა