GIZ - ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპერაციების მართვის სახელმძღვანელოს შემუშავება

Global Programme Migration & Diaspora პროგრამის ფარგლებში GIZ (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) დაფინანსებით 2021 წლის ნოემბერში მომზადდა საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპერაციების მართვის სახელმძღვანელო.

ბიზნეს პროცესების ანალიზის განსახორციელებლად ჩატარდა შეხვედრები პროგრამის ხელმძღვანელებთან, დამუშავდა ფორმალური დოკუმენტები, ჩატარდა ინტერვიუები პროგრამის განმახორციელებლებთან, გამოიკითხნენ პროგრამის ბენეფიციარები და განხორციელდა მეორადი კვლევა.

შედეგად, ბიზნეს პროცესების ანალიზის დოკუმენტი მოიცავს პროგრამის დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგი-რეპორტინგის ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ეფექტურობის აღწერას, გამოწვევებს და რეკომენდაციებს გაუმჯობესების  მიმართულებით.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მომზადდა ოპერაციების მართვის სახელმძღვანელო და დანართი დოკუმენტები, რომელიც მოიცავს პროგრამის ორგანიზაციულ სტრუქტურას და ოპერაციების მართვის რუკას დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის თუ რეპორტინგის ეტაპებზე. ოპერაციების მართვის სახელმძღვანელოში აღწერილია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესები.

Client
GIZ
თარიღი
01.11.2021-30.11.2021
სერვისები
ბიზნესის განვითარება