აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის მომზადდა აჭარის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა. კვლევის ფარგლებში SavvY-მ შეისწავლა 4 სექტორი და თითოეული სექტორის 4 ქვესექტორი, რათა ამ ქვესექტორებში აუთვისებელი შესაძლებლობების აღმოეჩინა.

მეთოდოლოგია მოიცავდა კვლევისა და ინფორმაციის შემაჯამებელ საერთაშორისოდ აღიარებულ ტექნიკებს. არსებული რეპორტებისა და სტატისტიკის ანალიზის გარდა ასევე, სხვადასხვა აქტივობებით თავად გამოვიკვლიეთ რეგიონი. მოვახდინეთ მიკრო და მაკრო გარემოს უახლესი სტატისტიკური მონაცემებით შეფასება. პროექტის ფარგლებში, თითოეული გაანალიზებული ქვესექტორისთვის სამინისტროს წარედგინა საინვესტიციო იდეა, რომელიც აუთვისებელი შესაძლებლობის ათვისებას ისახავდა მიზნად.

ასევე, მომზადდა 1 კონკრეტული საინვესტიციო პროექტი პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებისთვის. საინვესტიციო პროექტი ცალსახად უსვამს ხაზს ინვესტიციის განხორციელების ხელშემშლელ და ხელშემწყობ ფაქტორებს, მოიცავს კონკურენტების დეტალურ ანალიზს და ფინანსურ პროგნოზს 10-წლიან პერიოდზე დეტალური დაშვებებით, ასევე, ინვესტიციის შეფასებას სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით.

Client
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თარიღი
28/11/2018
სერვისები
საინვესტიციო პოტენციალის შეფასება