ინვინო

2017 წლის დასაწყისში SavvY-მ შეასრულა ყვარელში მდებარე 46 ჰექტარი მიწის ფართობზე სასტუმროს აშენებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

კვლევის ფარგლებში შესრულდა ბაზრის დეტალური ანალიზი, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტური, გარემო და სამართლებრივი ფაქტორების გათვალისწინებით. პროექტი თავის მხრივ მოიცავდა საერთაშორისო და შიდა ვიზიტორების რაოდენობრივ და ხარისხობრივ კვლევას, მასპინძლობის ინდუსტრიის ტრენდების, განთავსების ადგილების სტატისტიკის, კონკურენტებისა და მათი განფასების ლოგიკის დეტალურ ანალიზს. ასევე შემომყვანი ტურიზმის წარმომადგენელი 7 ტურისტული სააგენტოს კვლევის შედეგები. კვლევის ფარგლებში SavvY-მ მოლაპარაკება აწარმოა და კლიენტს სასტუმროს მართვისთვის რამდენიმე საერთაშორისო კომპანია შესთავაზა.

შეიქნა საინვესტიციო პროექტის ძლიერი კონცეფცია და დამაჯერებელი ფინანსური გათვლები, რაც ემყარებოდა ინდუსტრიის მოთხოვნისა და მიწოდების ტრენდებს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგით ინვესტიცია მაღალი საიმედოობით შეფასდა.



Client
შპს ინვინო
თარიღი
15/02/2017
სერვისები
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა