ყვარლის ედემი

2020 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში SavvY-მ გააკეთა სასტუმრო „ყვარლის ედემის“ ბიზნეს დიაგნოსტიკა. პროექტზე მუშაობის განმავლობაში გუნდმა შეისწავლა სასტუმრო რამდენიმე ძირითადი მიმართულებით – ორგანიზაციული სტრუქტურა, საოპერაციო პროცესები, ბაზრის ანალიზი, კლიენტების კმაყოფილება, ფინანსური ინფორმაცია, შეფასების (KPI) კოეფიციენტები, აქტივების მდგომარეობა. ამისთვის ჩატარდა როგორც პირველადი, ასევე მეორეული კვლევა, გაიმართა თანამშრომლებთან სიღრმისეული ინტერვიუები, მომზადდა ტურიზმის სტატისტიკური ანალიზი და ფინანსური ინფორმაციის ანალიზი რამდენიმე წლის ჭრილში, გამოვლინდა ძირითადი კონკურენტები – მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. გარდა ამისა, გუნდმა განახორციელა ადგილზე ვიზიტი პრობლემური აქტივების გამოვლენის მიზნით. სასტუმროს ბიზნესის ძირითადი მამოძრავებლების შესწავლის შემდეგ, გამოვლინდა რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც პროექტის საბოლოო ეტაპზე მომზადდა სცენარების ანალიზი 7 წლის საპროგნოზო მონაცემებით, რაც გულისხმობს სხვადასხვა რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში რა ფინანსური შედეგი შეიძლება მიიღოს კომპანიამ.

Client
შპს ყვარლის ედემი
თარიღი
იანვარი-თებერვალი 2020
სერვისები
ბიზნეს დიაგნოსტიკა