ბრაზილიური სავაჭრო მისია საქართველოსა და აზერბაიჯანში

2018 წლის 18 და 19 აპრილს, ბრაზილიის სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოსა და ბრაზილიის საელჩოს ორგანიზებით თბილისსა და ერევანს ბრაზილიის სავაჭრო მისია ესტუმრა. ვიზიტი ბრაზილიაში მოღვაწე კომპანიებისთვის საქართველოსა სომხეთში სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას ისახავდა მიზნად. პროექტის ფარგლებში SavvY-მ, ერევანში მოღვაწე პარტნიორ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად უზრუნველყო ქართულ/სომხურ და ბრაზილიურ კომპანიებს შორის B2B შეხვედრების ორგანიზება. B2B შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 14-მა ქართულმა, 13-მა სომხურმა და 4-მა ბრაზილიურმა კომპანიამ, მეტწილად ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორებიდან. შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ქართული/სომხური ისე ბრაზილიური მხარისთვის და B2B შეხვედრების დასრულების შემდეგ სავაჭრო მისიის მონაწილეები გადავიდნენ აქტიური მოლაპარაკებების ეტაპზე.

Client
Apex Brazil
თარიღი
19/04/2018
სერვისები
B2B შეხვედრების ორგანიზება