მარიამ ქოიავა უკრაინაში

SavvY დაესწრო Merezha-ს პლატფორმის წარდგენას უკრაინაში

Savvy-ს მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა 6 დეკემბერს პირველ უკრაინულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც სრულად მიძღვნილი იყო ბიზნეს კონსულტაციის სფეროს ციფრულ ტრანსფორმაციაზე.  ამ კონფერენციის მიზანი იყო საკონსულტაციო ბიზნესზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენის შესწავლა, აგრეთვე, ბიზნესში ტრანსფორმაციის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად ეფექტური გადაწყვეტილებებისა და ინსტრუმენტების მოძიება, როგორც გლობალური მასშტაბით, ასევე უკრაინაში.
ამ კონფერენციის ძირითადი ღონისძიება იყო EBRD-ის მიერ ახალი ონლაინ პლათფორმის – Merezha-ს წარდგენა. პლატფორმა მიზნად ისახავს მეწარმეებისა და ინდუსტრიის ექსპერტების გაერთიანებას ერთ სივრცეში, სადაც მათ შეეძლებათ ურთიერთქმედება, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და არსებული ბიზნეს პრობლემების მოგვარება. საერთაშორისო ექსპერტებმა,  კონფერენციის მონაწილეებს ასევე გაუზიარეს თავიანთი ხედვა იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენს ციფრული ტექნოლოგიები ბიზნესზე.