SavvY-ის მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა უძღვებოდა სემინარების სერიას ქუთაისში და თელავში, რომელიც  გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, PMAG შემფუთველთა კლასტერთან თანამშრომლობით.
მცირე და საშუალო ბიზნესის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ჯგუფურ სემინარებში წარმატებული ბიზნეს მოდელების შესახებ. აქედან ნახევარზე მეტმა ინდივიდუალური ქოუჩინგიც გაირა. სასწავლო პროგრამის მონაწილეები ასევე გაეცნენ ენერგოეფექტური წარმოების პრინციპებს და დანახარჯების ოპტიმიზაციას მზის ენერგიის გამოყენებით. თბილისში, თელავსა და ქუთაისში ჩატარებული სემინარების მონაწილეთა შორის იყვნენ შემფუთველთა მიწოდების ჯაჭვის წარმომადგენლები, რაც საქართველოში მზარდ და წარმატებულ ბიზნეს-სექტორს წარმოადგენს.