შეხვედრების მსვლელობაში განიხილებოდა კერძო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, კომპანიის ბიზნეს-მოდელისა და განვითარების გეგმის შექმნა, სერტიფიცირებისა და მართვის სტანდარტების დანერგვა, ფინანსებზე წვდომა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები. შეხვედრებს ესწრებოდნენ ბიზნესისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, სოფლის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საკონსულტაციო და საფინანსო დაწესებულებების თანამშრომლები.

რეგიონული შეხვედრების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), #EU4Business პროგრამის ფარგლებში.