ციფრული სტრატეგია და ტრანსფორმაცია

რატომ აღნიშნული სერვისი?

ტექნოლოგიების როლი ბიზნესში დღითიდღე იზრდება. ციფრული სტრატეგია და მისი ეფექტური დანერგვა კომპანიის წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ გსურთ გააუმჯობესოთ ბიზნესმოდელი სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიის დანერგვის გზით, უზრუნველყოთ ორგანიზაციული მოქნილობა, დაზოგოთ ხარჯები და თქვენი კომპანია გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი – მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა.

მომსახურების ფარგლებში კომპანიას შესაძლებლობა აქვს ციფრული ტრანსფორმაცია დაგეგმოს და დანერგოს ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთი, ან რამდენიმე მიმართულებით:

  • ბიზნესოპერაციები და პროცესები
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • მომხმარებელთან ურთიერთობა
  • ბიზნესანალიტიკა

როგორია ჩვენი მიდგომა?

SavvY-ს მიდგომა ეფუძნება ხედვას, რომ ამ პროცესში წარმატების მისაღწევად აუცილებელია კომპანიის საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული სტრატეგიის შექმნა და ცვლილების პროცესის დეტალურად დაგეგმვა. ამის ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს:

  • ჩვენი გუნდის გამოცდილება ციფრული ტრანსფორმაციის და ცვლილებების მართვის მიმართულებით სხვადასხვა ინდუსტრიებში
  • პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც საუკეთესო ტექნოლოგიურ სერვისებს სთავაზობენ კომპანიებს
  • ბაზარზე არსებული ტექნოლოგიური ტენდენციებისა და სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესოპერაციების სიღრმისეული ცოდნა

SavvY-ს სამუშაო მეთოდოლოგია ინდუსტრიის, მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკებისა და კომპანიის საჭიროებების დეტალურ შესწავლას მოიცავს, რაც საშუალებას გვაძლევს:

  • დავსახოთ კომპანიაზე მორგებული ციფრული ტრანსფორმაციის ხედვა
  • ზუსტად შევაფასოთ კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობები
  • შევაფასოთ ციფრული სტრატეგიის დანერგვის ფინანსური შედეგები
  • დავგეგმოთ ორგანიზაციული ცვლილების მართვის პროცესი
  • დავსახოთ პროცესის წარმატების ინდიკატორები
  • შევქმნათ კომპანის სტრატეგიაზე მორგებული ციფრული პოლიტიკა
  • მხარი დავუჭიროთ კომპანიას სტრატეგიის დანერგვის პროცესში

სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ყველა კომპანიას შესაძლოა არ ესაჭიროებოდეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კომპონენტი, ამიტომ, ჩვენი მიდგომა მორგებულია კლიენტის სპეციფიკურ მოთხოვნებზე, ბიუჯეტსა და დროზე.

რას გთავაზობთ?

ციფრული ტრანსფორმაციის სერვისის ფარგლებში SavvY გთავაზობთ კომპანიის არსებული პროცესების გაციფრულების გეგმას მისი შემუშვებიდან დანერგვამდე.

სერვისი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში
  • ინდუსტრიაში არსებული პრაქტიკების შესწავლა
  • კომპანიის ბიზნესპროცესების, ოპერაციების, სტრუქტურის შესწავლა და რუკის შედგენა
  • დამატებითი ფუნქციონალის რენტაბელობის განსაზღვრა
  • გაციფრულების სცენარების შედგენა და შესაძლებლობების შეფასება
  • პრიორიტეტების განსაზღვრა და გადაწყვეტილება
  • ტრანსფორმაციისთვის საჭირო დეტალური გეგმის მომზადება
  • ფინანსური გათვლები სცენარების მიხედვით
  • ტრანსფორმაციის KPI-ების განსაზღვრა
  • ციფრული პოლიტიკის შემუშავება – Digital Policy
  • ჩართული პირების გადამზადება
  • სერვისის მომწოდებელ მესამე მხარეებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვა
  • პროცესის მონიტორინგი და რეკომენდაციები