რატომ აღნიშნული სერვისი?
ხშირად ბიზნესი ფუნქციონირების სხვადასხვა ეტაპზე აღმოაჩენს, რომ არ აქვს საკმარისი რესურსი ან სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს დასახული მიზნების მიღწევას, რაც აფერხებს ბიზნესის განვითარებას. თუ აპირებთ ბიზნესის დაწყებას და გსურთ სტრატეგიის, სტრუქტურის, პროცესების და ოპერაციების გაწერა; თუ უკვე გაქვთ ბიზნესი და ვერ ხედავთ სრულ სურათს, თუ საჭიროა პროცესების/ოპერაციების დახვეწა და გაუმჯობესება ერთ ან ყველა სტრუქტურულ ერთეულში; თუ თვლით, რომ თქვენი კომპანია კრიზისშია და გჭირდებათ ახალი სტრატეგია; თუ გაქვთ წარმატებული ბიზნესი და აპირებთ მის გაფართოებას – მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა.
როგორია ჩვენი მიდგომა?
SavvY-ის გუნდი, რომელიც შედგება სხვადასხვა ინდუსტრიის მცოდნე პროფესიონალებისგან, იყენებს განსხვავებულ მიდგომებს კომპანიის საჭიროების შესაბამისად. ჩვენი მთავარი მიზანია დაგეხმაროთ ბიზნესის მართვაში ისე, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული თქვენი მოთხოვნები. შესაბამისად, სამუშაო პროცესი აქტიურად მოიცავს თქვენი ბიზნესის არსებული გუნდის და ტოპ მენეჯმენტის ჩართულობას. გარდა ამისა, ჩვენი მიდგომა გულისხმობს კომპანიაში არსებული ინფორმაციის დამუშავებას და პროცესების და ოპერაციების დიაგნოსტიკას; კომპანიის ძირითადი პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებას და ინსტიტუციონალიზაციის დანერგვას; სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შედგენას და კომპანიის ბიუჯეტის მომზადებას; პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და დავალებების გაწერას; სამუშაო შეხვედრების ინიცირებას და რაც მთავარია, შესრულების მონიტორინგს.
რას გთავაზობთ?
ბიზნესის განვითარების მომსახურება მოიცავს SavvY-ის გუნდის მიერ კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოების ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს კომპანიის განვითარებას, გამოწვევების გადალახვას და დასახული მიზნების მიღწევას. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი მიმართულებები, რასაც ბიზნესის განვითარების მომსახურება მოიცავს, თუმცა კლიენტის საჭიროებების გათვალისწინებით შესაძლებელია ამ მიმართულებებიდან ერთის, ან რამდენიმეს შესრულება.
გთავაზობთ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:
ჩვენ დაგეხმარებით ანგარიშგების მექანიზმის დანერგვაში და გამჭვირვალე, დროული და გასაგები ფინანსური ინფორმაციის შემუშავების სისტემატიზაციაში, რაც ყოველდღიურად სჭირდებათ მმართველ მენეჯერებს გადაწყვეტილების მისაღებად. და რაც მთავარია, SavvY-ის გუნდის მიერ შემუშავებული პოლიტიკის და მართვის დოკუმენტები და მექანიზმები დაგეხმარებათ ფინანსების მართვის ავტომატიზაციაში, რათა მომავალში ჩვენი ჩართულობის გარეშე შეძლოთ ინფორმაციის დაგენერირება.
ჩვენ დაგეხმარებით ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავებაში; კვალიფიციური გუნდის დაკომპლექტებაში; პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილებისა და მართვის მოქნილი სისტემის დანერგვაში როგორც ბიზნესის დაარსებისას, ასევე კომპანიაში განსახორციელებელი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების დროს.
SavvY-ის გუნდი იმუშავებს გაყიდვების არხების განვითარებაზე და დაგეხმარებათ მოიძიოთ ახალი ბაზრები, პოტენციური პარტნიორები და კლიენტები.
ბიზნესის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, დაგეხმარებით თქვენი პროდუქტის ბაზარზე სწორ პოზიციონირებაში, რაც გულისხმობს კომუნიკაციის გეგმის შემუშავებას, ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შექმნას და შიდა თუ გარე რესურსის მობილიზებას მარკეტინგული სტრატეგიის განსახორციელებლად.
SavvY-ის გუნდი შეისწავლის ბიზნეს პროცესებს და ოპერაციებს არსებული სარისკო არეალების გამოსავლენად და დაგეხმარებათ შეიმუშაოთ მათი კონტროლის მექანიზმები. პროცესების და ოპერაციების ოპტიმიზაცია მოიცავს ხარჯების კონტროლს, სისტემატიზაციას და გაუმჯობესებას კომპანიის ეფექტურობის გასაზრდელად.
გუნდის მართვის პლატფორმა Time SavvY მენეჯმენტს ეხმარება თვალყური მიადევნოს, გაზომოს და შესაბამისად, შეაფასოს გუნდის მუშაობის ეფექტურობა. თავად გუნდის წევრებს კი ეხმარება გააუმჯობესონ მათი შესრულება, გახდნენ უფრო ეფექტურები, დახვეწონ დროის მართვის უნარები, რაც, საბოლოოდ, კარიერული შესაძლებლობების გარანტიაა.
Time SavvY-ის ფუნქციონალი საშუალებას იძლევა მოხდეს:
- თითოეული თანამშრომლის მხრიდან სამუშაო დავალებების და შესაბამისი დროის აღრიცხვა
- შვებულებების და დასვენების დღეების აღრიცხვა
- თითოეული თანამშრომლის ნამუშევარი დროის ავტომატური დაანგარიშება დავალებების, პროექტების, დეპარტამენტების ჭრილში
- წარსადგენი რეპორტების ავტომატური დაგენერირება
- თითოეული თანამშრომლის ნამუშევარი დროის ტრანსფორმაცია ხარჯში ხელფასის მიხედვით და გადანაწილება დავალებების, პროექტებისა და დეპარტამენტების ჭრილში
- თანამშრომლის პროდუქტიულობის გაზომვა და განვითარების დაგეგმვა
სტრატეგიული გეგმა გაძლევთ ნათლად გამოკვეთილ გზას დასახული მიზნების და ამოცანების მისაღწევად. ჩვენი კვალიფიციური გუნდი თქვენს ტოპ მენეჯმენტთან ერთად გამოკვეთს კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს და ამოცანებს და შეიმუშავებს მათ მისაღწევად საჭირო ნაბიჯებს. ნათლად გაწერილი მისია და მიზნები, რომელსაც კომპანიის მთელი გუნდი მხარს დაუჭერს, ხოლო გარე დაინტერესებული მხარეებისთვის აღქმადი იქნება, გასაგებს ხდის კომპანიის წარმატების საფუძველს.