რატომ აღნიშნული სერვისი?
ბიზნეს დიაგნოსტიკის სერვისი გულისხმობს კომპანიაში არსებული რისკებისა და პრობლემების გამოვლენას, მათი გავლენის არეალების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას. თუ გაინტერესებთ ხომ არ განიცდის კომპანია რაიმე კრიზისს? აქვს თუ არა კომპანიას იმაზე მეტი შესაძლებლობა ვიდრე ჩანს და შეუძლია თუ არა უკეთ ფუნქციონირება? ან თუ ინვესტორები დაინტერესდნენ კომპანიის მიმდინარე მდგომარეობით და შედეგებით და გსურთ ანგარიშის მომზადება – მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა. ბიზნეს დიაგნოსტიკის მომსახურება გულისხმობს კომპანიის ფუნქციონირების შემოწმებას, ხარვეზების გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების მოძიებას.
როგორია ჩვენი მიდგომა?
აღნიშნული სერვისის ფარგლებში სამუშაო პროცესის დროს გამოყენებული მიდგომები და მეთოდოლოგიები მუდმივად იცვლება კომპანიის კომპლექსურობის და მასშტაბების, კლიენტის მოთხოვნების, ინდუსტრიის სპეციფიკისა და პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლების გათვალისწინებით. ჩვენი მიდგომა გულისხმობს კაბინეტურ კვლევას, არსებული დოკუმენტების და ანგარიშების ანალიზს, კომპანიის გუნდთან შეხვედრებს და პირისპირ ინტერვიუებს, მმართველ მენეჯერებთან გასაუბრებას, ბაზრის ანალიზს. ჩვენი უპირატესობაა კაბინეტური კვლევის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენება სრულყოფილი და შედეგზე ორიენტირებული ინფორმაციის მისაღებად.
რას გთავაზობთ?
SavvY-ის თითოეული პროექტი ითვალისწინებს კლიენტის მოთხოვნებს, რაც შედეგად გვაძლევს უნიკალური დოკუმენტის შექმნის შესაძლებლობას. შესაბამისად შესაძლოა ყველა პროექტი არ მოიცავდეს ერთნაირ კრიტერიუმებს, თუმცა ბიზნეს დიაგნოსტიკის მომსახურება ძირითადად შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
კომპანიაში არსებული ორგანიზაციული სტრუქტურისა და სამუშაო აღწერილობების დეტალური შესწავლა. გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა კომპანიას საშუალებას აძლევს უკეთ განსაზღვროს პრიორიტეტები და მარტივად მიიღოს გადაწყვეტილებები;
ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურის ანალიზი, ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი. აღნიშნულის საშუალებით მენეჯმენტს და ინვესტორებს უკეთ შეუძლიათ დაინახონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და დასახონ სამომავლო გეგმები;
კლიენტის ყველა შეხების წერტილის ანალიზი, მათი გამართულად ფუნქციონირების შემოწმების მიზნით, რაც ასევე მოიცავს კლიენტის კმაყოფილების შემოწმებას. აღნიშნული საშუალებას იძლევა კომპანიამ დაინახოს მომხმარებლის დამოკიდებულება მისი მომსახურების/პროდუქციის მიმართ;
კომპანიაში არსებული პროცესების დეტალური ანალიზი და კრიზისის გამომწვევი მიზეზების შესწავლა, შესაბამისი ინდუსტრიის არაფინანსური კოეფიციენტების დათვლა და ანალიზი. აღნიშნული უკეთ წარმოაჩენს კომპანიის მიმდინარე მდგომარეობას და მომავალ შესაძლებლობებს;
მომხმარებლების სეგმენტის განსაზღვრა, მათი დამოკიდებულების შესწავლა და კომპანიის ბაზარზე პოზიციონირების მახასიათებლების გამოვლენა, რაც კომპანიას დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს;
სარეალიზაციო არხების აღმოჩენა, პროდუქციის რეალიზაციის სავარაუდო გზების შეთავაზება, რაც კომპანიას გაფართოების საშუალებას მისცემს;
შესაბამისი ინდუსტრიის ჭრილში ბაზარზე არსებული ზოგადი სიტუაციის ანალიზი, მოთხოვნის ანალიზი, კონკურენტების ანალიზი. აღნიშნული კომპანიას საშუალებას მისცემს დაინახოს კომპანიის მიმდინარე პოზიცია ბაზარზე და შემდგომში ყოველთვის მზად იყოს ახალი გამოწვევებისათვის რათა მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტუნარიანი მომსახურება/პროდუქტი;
არსებული ბიზნეს ხედვების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს დაძლიოს მიმდინარე კრიზისები და გამართოს პროცესები.
შედეგად, SavvY-ის გუნდი შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს, მათი გათვალისწინებით მიღებული შედეგების სიმულაციებს, რაც წარმოდგენილი იქნება ანგარიშის სახით. საჭიროების შემთხვევაში საბოლოო დოკუმენტი შეიძლება მოიცავდეს ბაზრიდან გასვლის სტრატეგიას.