რატომ აღნიშნული სერვისი?
ბიზნესგეგმა ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა თქვენი იდეის მიზანშეწონილობის და მომგებიანობის შესაფასებლად. თუ გსურთ შეაფასოთ ბაზარზე არსებული შესაძლებლობები, ბიზნეს იდეის განხორციელების მიზანშეწონილობა, პროექტის მომგებიანობა, გაიმარტივოთ წვდომა ფინანსებზე, ან თუნდაც, მოიპოვოთ ახალი ბიზნეს პარტნიორი – მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა. სწორად შედგენილი ბიზნესგეგმა დაგეხმარებათ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენი გრძელვადიანი წარმატების გარანტია.
როგორია ჩვენი მიდგომა?
SavvY-ის მიერ მომზადებული თითოეული ბიზნესგეგმის შემთხვევაში, სამუშაო პროცესის დროს გამოყენებული მიდგომები და მეთოდოლოგიები მუდმივად იცვლება ბიზნეს იდეის კომპლექსურობის და მასშტაბების, კლიენტის მოთხოვნების, ინდუსტრიის სპეციფიკისა და პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლების გათვალისწინებით.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ბიზნესგეგმის სტრუქტურა მოიცავს ბაზრის ანალიზს, კონცეფციის შემუშავებას, დაფინანსების წყაროების მოძიებას, ფინანსური მოდელის მომზადებასა და რისკების შეფასების კომპონენტებს.
რას გთავაზობთ?
ბიზნესგეგმის მომსახურების ფარგლებში, SavvY გათავაზობთ ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ბაზრის ანალიზს, კონცეფციის შემუშავებას, ინფორმაციას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების შესახებ, ფინანსურ მოდელს და პოტენციური რისკების შეფასებისა და პრევენციის მექანიზმს.
ბიზნესგეგმის სტანდარტული სტრუქტურა შედგება ქვემოთ ჩამოთვლილი 5 ძირითადი კომპონენტებისგან, თუმცა კლიენტის საჭიროებების გათვალისწინებით შესაძლებელია ამ კომპონენტებიდან ერთის, ან რამდენიმეს შესრულება და/ან ახალი კომპონენტის დამატება.
ბაზრის ანალიზი საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ ინდუსტრიაში არსებული შესაძლებლობები, ბაზრის მუშაობის სპეციფიკა, ის პირდაპირი თუ ირიბი ფაქტორები, რომლებსაც თქვენს საოპერაციო საქმიანობაზე შეუძლია დადებითი ან უარყოფითი გავლენის მოხდენა და ასევე, შეაფასოთ არსებული თუ მოსალოდნელი მოთხოვნისა და მიწოდების რაოდენობა პროდუქტზე ან მომსახურებაზე.
ბაზრის ანალიზის დროს ცალკეული ბიზნესგეგმის ჭრილში ხდება კვლევის ისეთი მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც სასურველი შედეგის მისაღებად ყველაზე ქმედით ინსტრუმენტებს აერთიანებს. SavvY-ის გუნდის მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებს შორისაა, თვისობრივი კვლევის მეთოდები, როგორიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი, ექსპერიმენტი და დაკვირვება, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და ინდუსტრიის SWOT ანალიზი.
SavvY-ის მიერ შემუშავებული ბიზნეს კონცეფცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ თუ რომელია ყველაზე ოპტიმალური ბიზნეს მოდელი თქვენი სამომავლო საქმიანობისთვის, რამხელაა მიზნობრივი ბაზრის მოცულობა და რა არის თქვენს მიერ შექმნილი პროდუქტის/მომსახურების ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც პოტენციური მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების, ხოლო თქვენთვის კონკურენტული უპირატესობის მომტანი იქნება.
კონცეფციის შემუშავების დროს, ცალკეული ბიზნესგეგმის ჭრილში, SavvY-ის გუნდის მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებს შორისაა, ბიზნეს მოდელის ტილო, პორთფოლიო ანალიზი Growth-Share Matrix -ის დახმარებით, ბაზრის სეგმენტაცია, კონკურენტების ანალიზი, მარკეტინგული მიქსი 4P და 4C და პორტერის 5 ძალის ანალიზი.
ბიზნესგეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრების მობილიზებისთვის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ანალიზი. ეს შესაძლოა იყოს როგორც სახელმწიფოს მიერ ინიცირებული დაფინანსების პროგრამები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამები, საკრედიტო ხაზები და გრანტები. SavvY-ის გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ მოთხოვნისა და კრიტერიუმის დეტალურ აღწერას, რასაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს არსებულ პროგრამებში მონაწილეობისთვის, გასავლელი ეტაპების დეტალურ აღწერას და ბოლოს, ამ პროგრამების შესაძლო გავლენის შეფასებას პროექტის ფინანსურ ინდიკატორებზე.
ფინანსური მოდელი არის მოქნილი ინსტრუმენტი, რომელიც გკარნახობთ როგორი უნდა იყოს დაფინანსების სტრუქტურა, რა მოცულობის ინვესტიცია არის საჭირო პროექტის განსახორციელებლად, როგორი იქნება ფულადი ნაკადები, პროდუქტის/მომსახურების წარმოების რომელ ალტერნატივას აქვს ყველაზე მაღალი უკუგება, რომელი სცენარის პირობებში არის ბიზნესი ყველაზე მომგებიანი, რა ნიშნულზე დგას ძირითადი ფინანსური ინდიკატორები და რამდენად სენსიტიურია ეს ინდიკატორები სხვადასხვა დეტერმინანტების ცვლილებისადმი.
ფინანსური მოდელის შექმნის დროს SavvY-ის გუნდის ამოსავალი წერტილია ფინანსური, ეკონომიკური და პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლიდან გამომდინარე გაკეთებული დაშვებები, რომლებიც გამყარებულია ბაზრის და ინდუსტრიის სიღრმისეული შესწავლით. აღნიშნული დაშვებები მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალობასთან, რაც რაციონალური ფინანსური გათვლებისა და პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა მომდევნო 5-7 წლისთვის.
ბიზნესგეგმაზე მუშაობის ბოლო ეტაპზე ხდება არსებული და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება, მათი კლასიფიცირება ტიპის, მასშტაბურობის, მოხდენის ალბათობის და გავლენის ხარისხის მიხედვით და ბოლოს, მათი პრევენციისთვის ქმედითი მექანიზმის შემუშავება.