CFO Outsource

რატომ აღნიშნული სერვისი?

ფინანსური დირექტორის პოზიციას, რომელსაც ხშირად CFO-ს სახელით მოვიხსენიებთ, ბიზნეს საქმიანობაში უჭირავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომლის პასუხისმგებლობაც ფინანსური მიზნების სწორად ინტერპრეტირება, დაგეგმვა, ანალიზი და განხორციელებაა.

თუ გსურთ მიიღოთ ოპტიმალური ზრდის გადაწყვეტილებები, სტრატეგიულად დაგეგმოთ ფულადი ნაკადები, მიიღოთ დასაბუთებული ფინანსური  და საინვესტიციო გადაწყვეტილებები და მოამზადოთ ფინანსური უწყისები IFRS-ის მიხედვით, რათა გაზარდოთ კომპანიის სანდოობა ინსტიტუციონალური თუ კერძო ინვესტორებისთვის – მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა.

როგორია ჩვენი მიდგომა?

CFO Outsource  არის ჩვენი ფინანსური ექსპერტების გუნდი (შეიძლება იყოს ერთი ადამიანი ან ადამიანთა გუნდი), რომელიც  გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენს კომპანიას გაუწევს მხარდაჭერას სტრატეგიული ფინანსური და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში და კომპანიის ფინანსების მართვაში.

მთავარი უპირატესობა, რომელიც CFO Outsource -ს გააჩნია, არის ნაკლები დანახარჯები, ხელმისაწვდომობის ზრდა და მეტი მოქნილობა და მეტი ექსპერტიზის მობილიზება. გარდა ამისა, ვინაიდან CFO Outsource -ები არ მონაწილეობენ კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ გააჩნიათ უნარი ახლებურად გაეცნონ კომპანიის ციფრებს და ობიექტურად შეაფასონ ფინანსური მდგომარეობა.

რას გთავაზობთ?

CFO Outsource -ს როლი კომპანიაში არის შემდეგი:

  • დამკვეთი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების თვალყურის დევნება და პერიოდული განახლება
  • ბიუჯეტის შედგენაში მხარდაჭერა
  • ფინანსური პროგნოზების შედგენა და გაზიარება
  • კომპანიის KPI-ს გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება
  • სამომავლო ზრდის გეგმების დასახვა
  • ფინანსური ანგარიშგების შეფასება და გადახედვა, ფინანსურ აღრიცხვაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი მოგვარების ეფექტური გზების მოძებნა
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკების გაწერა და შიდა დოკუმენტების შედგენა
  • რეკომენდაციების გაცემა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
  • პროექტების ჭრილში ფინანსური მოდელირება: ინვესტიციის მიზანშეწონილობის შეფასება, პროექტის განვითარების ალტერნატიული სცენარების და სენსიტიურობის ანალიზი
  • მხარდაჭერა დაფინანსების სტრუქტურის შემუშავებაში.

CFO Outsource შეიძლება განხორციელდეს როგორც პროექტების, ასევე კომპანიის ყოველთვიური მომსახურების ჭრილში და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიზნების მიღწევისთვის საჭირო ვადებზე.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში