ეკონომიკური და მიზანშეწონილობის კვლევა

რატომ აღნიშნული სერვისი?

პროექტის ან იდეის მიზანშეწონილობის შეფასება მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის ან ინვესტორებისთვის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. თუ გსურთ მიიღოთ პასუხი ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: ხელმისაწვდომია თუ არა კომპანიისთვის ადამიანური და ფინანსური რესურსი, ინსტრუმენტები, ან ტექნოლოგია რაც საჭიროა ამ პროექტის წარმატებისთვის? მიიღებს თუ არა პროექტი ინვესტიციების დაბრუნების სასურველ კოეფიციენტს (ROI)? მიზანშეწონილია თუ არა ეს გადაწყვეტილება კომპანიისთვის? გაზრდის თუ არა ეს გადაწყვეტილება კომპანიის ეფექტურობას ან ეფექტიანობას? – მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა.

მიზანშეწონილობის კვლევა მოიცავს თქვენი პროექტის, იდეის ან გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებას მანამ, სანამ დიდ ფინანსურ და დროით რესურსს ჩადებთ მასში.

ეკონომიკური კვლევა დაგეხმარებათ გაანალიზოთ ღირებულებათა ჯაჭვის თითოეული ან ერთერთი შემადგენელი კომპონენტი, მაგალითად მომხმარებელთა პრეფერენციების კვლევა, მომწოდებლების ანალიზი ან გაყიდვების არხები.

როგორია ჩვენი მიდგომა?

ჩვენი კვლევითი პროექტები მორგებულია თითოეული კლიენტის საჭიროებებსა და არსებულ რესურსებზე. პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე კვლევის მეთოდოლოგია იცვლება და შეიძლება იყოს მხოლოდ პირველადი ან მეორადი კვლევა ან ამ მეთოდების კომბინაცია.

ჩვენი უპირატესობაა კაბინეტური კვლევის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენება სრულყოფილი და შედეგზე ორიენტირებული ინფორმაციის მისაღებად.

რას გთავაზობთ?

ამ სერვისის ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებას, რის შედეგად თქვენ მიიღებთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ რისკიანი გადაწყვეტილებები.

ეკონომიკური და მიზანშეწონილობის კვლევა მოიცავს კონცეფციის მიზანშეწონილობის ანალიზს, ბაზრის კვლევას, მოთხოვნა-მიწოდების ანალიზს, ხარჯ-სარგებლის ანალიზს, ფინანსური მოდელის შემუშავებას; ასევე კომპანიის, ან კონკრეტული დარგის/სექტორის განვითარების პოტენციალის შეფასებას; კონკრეტული მიდგომის, მეთოდოლოგიის ან სტრატეგიის ეფექტურობის და პრაქტიკულობის კვლევას.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში