ფინანსური კონსალტინგი

რატომ აღნიშნული სერვისი?

სრულყოფილი, დროული და სწორი ფინანსური ინფორმაციის ქონა არის ყოველი ბიზნეს გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი საწყისი წერტილი. მოწესრიგებული ფინანსები გამართული შიდა პროცესებისა და კვალიფიცირებული თანამშრომლების დამსახურებაა. ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ სწორი ფინანსური სურათის დანახვაში და ხარისხიანი ფინანსური ინფორმაციის შენარჩუნებაში. შედეგად კი თქვენი კომპანია გაცილებით ძლიერი და ფინანსურად მდგრადი იქნება.

თუ გსურთ კომპანიის ფინანსური ოპერაციების დიაგნოსტიკა; ან ისეთი მმართველობითი რეპორტინგის ფორმა, რომელიც მოგაწვდით გამჭვირვალე და დროულ ფინანსურ ინფორმაციას; თუ გსურთ IFRS-ის დანერგვა თქვენს კომპანიაში ან IFRS-ის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების მომზადება; ან თუ გჭირდებათ კონსულტაცია მიმდინარე საქმიანობის დროს წამოჭრილ ფინანსურ საკითხებზე – მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა.

როგორია ჩვენი მიდგომა?

ჩვენი მიდგომა ეფუძნება SavvY-ს მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდოლოგიას, რომლის შედეგადაც შესაძლებელი ხდება კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლება, ფინანსური პროცესების სრულყოფა და რისკების ფუნდამენტალური ანალიზი. ახალი ფინანსური პოლიტიკის დანერგვის შემდეგ SavvY აქტიურადაა ჩართული ახალი პროცედურების ეფექტურობის მონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში აუდიტის პროცესის მხარდაჭერაში.

რას გთავაზობთ?

სერვისი შედგება ქვემოთ ჩამოთვლილი 5 ძირითადი კომპონენტებისგან, თუმცა კლიენტის საჭიროებების გათვალისწინებით შესაძლებელია ამ კომპონენტებიდან ერთის, ან რამდენიმეს შესრულება და/ან ახალი კომპონენტის დამატება.


რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში

სერვისი მოიცავს კომპანიის ფინანსური ოპერაციების საწყის დიაგნოსტიკას, რისკების შეფასებას და თანამშრომელთა ტრენინგს. ამ სერვისის ფარგლებში ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს კომპანიაში არსებულ ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკას და მის შესამამისობას IFRS-თან და გთავაზობთ დეტალურად გაწერილ გეგმას სტანდარტების წარმატებით დასანერგად.

თქვენთვის, როგორც დამფუძნებლებისთვისა თუ მენეჯერებისთვის, მნიშვნელოვანია კომპანიის საჭიროებებსა და ინდუსტრიაზე მორგებული დეტალური ფინანსური შედეგების მუდმივი მონიტორინგი. ამ მომსახურების ფარგლებში ჩვენი გუნდი, სხვადასხვა ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენებით, შექმნის და დანერგვას ისეთი მმართველობითი რეპორტინგის ფორმას, რომელიც დაგეხმარებათ დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ინფორმაციის ნახვა.

ინდუსტრიის გათვალისწინებით ჩვენ დაგინერგავთ IFRS-ის ძირითად პროცედურებსა და სააღრიცხვო პოლიტიკას, რის შედეგადაც თქვენი კომპანია გადავა აღიარებისა და შეფასების ახალ მიდგომებზე.

ჩვენ ვამზადებთ წარსადგენ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც შედგება ძირითადი ფინანსური უწყისებისა და ახსნა განმარტებითი შენიშვნებისგან, როგორებიცაა: კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, ანგარიშგების მომზადების საფუძველი, სააღრიცხვო პოლიტიკისა და შეფასებების მიმოხილვა და სხვა.

ჩვენ ვაფასებთ თუ რამდენად სწრაფად ითვისებს და თანმიმდევრულად მიყვება თქვენი კომპანია ფინანსური აღრიცხვისა და მართვის ახალ მოდელს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გაგიწევთ კონსულტაციას მიმდინარე საქმიანობის დროს წამოჭრილ ფინანსურ საკითხებზე.