ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

რატომ აღნიშნული სერვისი?

დაფინანსების წყაროს შერჩევა და ფინანსურ ინსტიტუტთან, ინვესტორებთან ან ფონდებთან მოლაპარაკება გადამწყვეტია ბიზნესის თანამედროვე მოთხოვნებისა და განვითარების საჭიროებებიდან გამომდინარე, თუმცა ამავდროულად რთული და კომპლექსური პროცესია. თუ გსურთ ოპტიმალური დაფინანსების სტრუქტურის შემუშავება, დაფინანსების თიზერის მომზადება, თქვენი ბიზნესის საინვესტიციო შეთავაზების წარდგენა პოტენციურ ინვესტორებთან ან თქვენი ინტერესების წარმომადგენელი მათთან მოლაპარაკებების დროს, თუ გსურთ გასვლის სტრატეგიის
მომზადება და მხარდაჭერა მის განხორციელებაში – მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა. ჩვენი სერვისი გთავაზობთ, როგორც ანტრეპრენერებს და სტარტაპერებს, ასევე მოწიფული ბიზნესის მფლობელებს, დაფინანსების მოზიდვის ეფექტურ გზებს.

როგორია ჩვენი მიდგომა?

ჩვენი გუნდი მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი კონტაქტების, გამოცდილების და რაც მთავარია, სპეციფიური ინდუსტრიის ცოდნის საშუალებით დაგეხმარებათ დაფინანსების შესაძლებლობები და წყაროები მოვარგოთ თქვენი ბიზნესის განვითარების საჭიროებებს. ჩვენ ვართ პლატფორმა, რომელიც უწყვეტად აანალიზებს ყველა შესაძლო დაფინანსების ალტერნატივებს, როგორიცაა საგრანტო პროგრამები, საბანკო პროდუქტები და საინვესტიციო თუ კერძო კაპიტალის ფონდები და გეხმარებათ თქვენი ბიზნესისთვის დაფინანსების მოზიდვაში.

რას გთავაზობთ?

ჩვენი მომსახურება გულისხმობს ყველა საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებას ისეთი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა წილის გასხვისება, ახალი მეწილის შემოყვანა, საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა, სესხის და საკუთარი კაპიტალის რესტრუქტურიზაცია, სესხის აღება. ჩვენ გვესმის, რომ ყველა ბიზნესი საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, ამიტომ SavvY ითვალისწინებს დამკვეთის კონკრეტულ საჭიროებებს, დროით შეზღუდვებს და ბიუჯეტს. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სერვისი მოიცავს:

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში

დაფინანსების სტრუქტურის შემუშავება კომპანიას ეხმარება, ოპტიმალურად მომზადებული შეხვდეთ კომპანიის სხვა და სხვა ფინანსურ გამოწვევას.
საინვესტიციო შეთავაზება (თიზერი) საშუალებას აძლევს ინვესტორს ფინანსურად შეაფასოს თქვენი ბიზნესი და მიიღოს პირველადი გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებებში შემოსვლასთან დაკავშირებით.

დაფინანსების მოზიდვა გულისხმობს ფინანსური სახსრების მოძიებას სესხის და საკუთარი კაპიტალის გამცემ ინსტიტუტებისგან – კერძო ინვესტორებთან, ბანკებთან, საინვესტიციო ფონდებთან და სახელმწიფო თუ დონორ ორგიზაციებთან მოლაპარაკების გზით.

პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი ჩართულობა დაგეხმარებათ ნათლად და დასაბუთებულად წარმოაჩინოთ თქვენი კომპანიის საინვესტიციო შესაძლებლობები. ჩვენ წარვადგენთ თქვენი ბიზნესის საინვესტიციო შეთავაზებას პოტენციურ ინვესტორებთან და მოლაპარაკების პროცესში წარმოვადგენთ თქვენ მხარეს. ჩვენი გუნდის გამოცდილება პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციაში და თამაშის წესების ცოდნა წილობრივი გარიგებების დროს დაგვეხმარება თქვენი ბიზნეს ინტერესების ოპტიმალურ მიღწევაში.

ჩვენ დაგეხმარებით მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენს ბიზნესში ახალი მეწილის შემოყვანისას.

ჩვენ გავაანალიზებთ ახალი ინვესტორის/მეწილის შემოყვანის ოპტიმალურ შესაძლებლობებს, მოვიძიებთ პოტენციურ მეწილეს და მოვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. ჩვენ თქვენთან ერთად განვსაზღვრავთ გასვლის თუ გაფართოების სტრატეგიის სამიზნე ნიშნულებს.

ჩვენ დაგეხმარებით მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ბიზნესიდან გასვლის სტრატეგიის დაგეგმვისას. ჩვენ გავაანალიზებთ გასვლის ოპტიმალურ
შესაძლებლობებს, მოვიძიებთ პოტენციურ მყიდველებს და მოვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. ჩვენ თქვენთან ერთად განვსაზღვრავთ გასვლის სტრატეგიის სამიზნე ნიშნულებს და მოვამზადებთ თქვენს კომპანიას როგორც ლევერიჯით გაყიდვისთვის (leveraged buyout), ასევე ნაწილობრივი გასხვისებისთვის, ან შერწყმა/გაერთიანებისთვის (იხ. შერწყმა და გაერთიანების სერვისი).