რატომ აღნიშნული სერვისი?
შერწყმისა და გაერთიანების სერვისი კომპანიის სწრაფი ზრდისა და განვითარების საუკეთესო გზაა. თუ გსურთ ბიზნესის შერწყმისა თუ გაერთიანების გარიგების წამოწყება, წინდახედული გადაწყვეტილების მიღება ფინანსური დოკუმენტაციის სანდოობის დადასტურებით (Due Diligence), ბიზნესის ფუნდამენტური ღირებულების შეფასება, შერწყმის და გაერთიანების ოფციების გენერირება – მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა. ამ სერვისის ფარგლებში SavvY გთავაზობთ ექსპერტულ მომსახურებას ფინანსური ტრანზაქციებსა და ბიზნესის გაერთიანებაში ოპერაციების ინტეგრაციის ჩათვლით.
როგორია ჩვენი მიდგომა?
SavvY მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი კონტაქტების, გამოცდილების და რაც მთავარია, სპეციფიური ინდუსტრიის ცოდნის საშუალებით არის პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორი. ჩვენი გუნდის კვალიფიკაციის და ინფორმაციის უწყვეტი ანალიზის საშუალებით დაგეხმარებით, მოერგოთ ადგილობრივ თუ გლობალურ ინდუსტრიულ გამოწვევებს და ცვლილებებს. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ და ვაანალიზებთ ინდუსტრიულ ტრენდებს იმისათვის, რომ გამოვავლინოთ ოპტიმალური შერწყმა/გაერთიანების პოტენციური შესაძლებლობები და დაგეხმაროთ ამ შესაძლებლობების რეალიზაციაში. SavvY ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, კონფიდენციალურობის და დამკვეთის ინტერესების მაქსიმალური დაცვის პრინციპებით.
რას გთავაზობთ?
ჩვენი მომსახურება მოიცავს კონსულტაციას და შესაბიმისი დოკუმენტაციის მომზადებას ისეთი სტრატეგიული გადაწყვეტილების შესახებ, როგორიცაა: საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა, კომპანიის წილის გასხვისება, დაფინანსების რესტრუქტურიზაცია, კომპანიების შერწყმა გაერთიანება, ან გაყოფა. ჩვენი გუნდი იქნება თქვენი პარტნიორი ბიზნესის ზრდის მისაღწევად. ჩვენი გუნდი თქვენთან თანამშრომლობით ფინანსურად შეაფასებს თქვენს ბიზნესს და გამოთქვამს მოსაზრებას შერწყმა-გაერთიანებაში წილების გადანაწილების შესახებ; განახორციელებს Due Diligence-ის პროცესს; გამოავლენს სინერგიის შესაძლებლობებს და დაგეხმარებათ შერწყმა/გაერთიანების პროცესის წარმატებით დასრულებაში ისე, რომ ამ პროცესმა ტრანზაქციაში მონაწილე ბიზნესების გუნდისა და პროცესებისთვის მინიმალური დისკომფორტი გამოიწვიოს. ჩვენ გვესმის, რომ ყველა ბიზნესი საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, ამიტომ SavvY ითვალისწინებს დამკვეთის კონკრეტულ საჭიროებებს, დროით შეზღუდვებს და ბიუჯეტს. ჩვენი მომსახურება მოიცავს:
ჩვენ ერთდროულად ვმუშაობთ შერწყმა/გაერთიანებით დაინტერესებულ ორივე მხარესთან, რათა ჩამოვაყალიბოთ თქვენი ბიზნესის ღირებულების ზრდის ოპტიმალური კონცეფცია. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სამიზნე კომპანიების გამოკვეთაში, თქვენი ბიზნესის ინდუსტრიული პროფილის განსაზღვრაში და კონცეტრირებაში და შერწყმა/გაერთიანების გეგმის შემუშავებაში.
შერწყმა/გაერთიანების პროცესის ფარგლებში ჩვენი გუნდი გამოავლენს ტრანზაქციაში ჩართული კომპანიების ზრდის მამოძრავებელ ძალებს და შეაფასებს მათ ფუნდამენტურ ღირებულებას, რომელიც დაფუძნებულია ფინანსური ანგარიშგებისა და ფუნდამენტური რისკების შეფასების შედეგებზე.
ფინანსური Due Diligence-ის პროცესის გამოყენებით ჩვენ დაგეხმარებით მიიღოთ უკეთესი შერწყმა/გაერთიანების გადაწყვეტილება, შეაფასოთ შემოსავლების ზრდა და ხარჯების შემცირების შესაძლებლობები, განსაზღვროთ ტრანზაქციაში მონაწილე ბიზნესის სრული პოტენციალი და შეაფასოთ მისი ღირებულება თუ რისკის პროფილი. აღნიშნულს ჩვენი გუნდი ახორციელებს სამიზნე ბიზნესების დოკუმენტაციის და ფინანსური ინფორმაციის სრული შესწავლის საფუძველზე.
შერყმა/გაერთიანებაში ჩართული კომპანიების ბიზნესის შეფასებაზე და due diligence რპოცესზე დაყრდნობით, SavvY გამოთქვამს მოსაზრებას კომპანიებს შორის წილობრივი მონაწილოების სამართლიანი განაწილების შესახებ. მოსაზრების გამოთქმის ამოცანაა, უზრუნველყოს ტრანზაქციაში მონაწილე მხარეები ობიექტური, მესამე მხარის მიერ მომზადებული ანალიზით ტრანზაქციის სამართლიანი გარიგების შესახებ – რა არის კომპანიისთვის უმჯობესი: ბიზნესიდან სრული გასვლა; ფინანსური რესტრუქტურიზაცია იმისათვის, რომ ბიზნესი ახალ ეტაზე გადავიდეს; თუ უმცირესობის წილის მქონე ინვესტორის მოძიება, რომელიც უზრუნველყოფს კაპიტალის შემოდინებით კომპანიის შემდგომ ზრდას.