რატომ აღნიშნული სერვისი?
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია ადამიანური რესურსის პროცესებში ნაკლები ჩართულობა და სამუშაოს დროის აჩქარება. კომპანიებში აუცილებელი გახდა ახალი სისტემების დანერგვა და ოპტიმალური პროცესების შექმნა. თუ გსურთ მიაღწიოთ ბიზნეს პროცესების გამჭვირვალობას, გაზომვადობას და შესადარისობას; გსურთ ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაცია; დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდა და სამუშაო საათების ოპტიმალური გამოყენება; მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკებთან დაახლოება და კლიენტებისა და პარტნიორების კმაყოფილების დონის ზრდა – თქვენთვის საჭიროა პროცესების ოპტიმიზაცია და თქვენი კომპანიის შესაფერისი სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა. ეს სერვისი სწორედ ამისთვისაა.
როგორია ჩვენი მიდგომა?
ჩვენი გუნდი ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების ცოდნისა და დარგის სიახლეები გამოყენებით სიღრმისეულად შეისწავლის თქვენი კომპანიის პროცესებს, გამოავლენს ჩავარდნებს და შემოგთავაზებთ თქვენთვის ოპტიმალურ ინსტრუმენტებს კომპანიაში პროცესების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ გთავაზობთ ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს:
- ბიზნეს პროცესებისა და სისტემების დიაგნოსტიკის ანგარიშს, სადაც ასახული იქნება ჩვენი გუნდის მიერ გამოვლენილი ჩავარდნები პროცესების არსებულ დაგეგმვასა და საუკეთესო პრაქტიკებს შორის. ასევე, ჩვენი გუნდი შემოგთავაზებთ სისტემების გარეშე პროცესების ოპტიმიზაციის გზებს.
- ფუნქციონალური მოთხოვნების ანალიზის შედეგების ანგარიშს, სადაც აღწერილი
იქნება ბაზარზე არსებული საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით კომპანიის
შესაბამისი სისტემის ფუნქციონალური მოთხოვნების და არსებული
პრობლემების გადასაჭრელად შემუშავებული დეტალური ინსტრუქციები და
დირექტივები.
გარდა ამისა, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შერჩეული სისტემების დანერგვის ორგანიზებაში და მართვაში. ჩვენ ვიქნებით თქვენი კომპანიის და გუნდის მხარდამჭერები სისტემების დანერგვისას.
რას გთავაზობთ?
ჩვენი გუნდის მიზანია დაგეხმაროთ არსებული პროცესების შეცვლასა და კომპანიაში პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზების დანერგვაში. აღნიშნული სერვისი მოიცავს ბიზნეს პროცესებისა და სისტემების დიაგნოსტიკას, ფუნქციონალური მოთხოვნების ანალიზს და დანერგვის პროცესის მხარდაჭერას, თუმცა კლიენტის საჭიროებების გათვალისწინებით შესაძლებელია ამ კომპონენტებიდან ერთის, ან რამდენიმეს შესრულება. სერვისი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- კომპანიაში არსებული ყველა პროცესის შესაფასებლად შესაბამისი კითხვარების მომზადება;
- კომპანიაში უკვე დანერგილი ძირითადი ბიზნეს სისტემების შესწავლა და არსებული ფუნქციონალის დეტალური აღწერა. ამასთანავე, სისტემაში არსებული ობიექტების, დოკუმენტებისა და ანგარიშგებების ანალიზი;
- პროცესში ჩართულ თანამშრომლებთან შეხვედრა და მათი დეტალური სამუშაოს აღწერილობის ანალიზი. თითოეულ შეხვედრის შემდეგ
მომზადდება შეხვედრის ანგარიში; - თითოეული პროცესის ეტაპისთვის სისტემაში შემავალი მონაცემების საფუძვლის განსაზღვრა. ანალოგიური ანალიზის ჩატარება მიზანშეწონილია სისტემიდან გამომავალ ინფორმაციაზე (მაგ.: რეპორტები).
- ბაზარზე არსებული საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით კომპანიის შესაბამისი სისტემის ფუნქციონალური მოთხოვნების აღწერა. რაც გულისხმობს ყველა პროცესში არსებული ოპერაციების, ობიექტებისა და ანგარიშგებების აღწერას;
- არსებული პრობლემების გადასაჭრელად დეტალური ინსტრუქციებისა და დირექტივების შემუშავება, რომლებიც არ საჭიროებენ სპეციალიზირებულ IT სისტემებს;
- პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების მომწოდებული კოპმანიის შერჩევა, პოტენციურ მომწოდებელთან მოლაპარაკებების წარმოება და
კლიენტისთვის საუკეთესო ალტერნატივის შეთავაზება.
- კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით სისტემის დანერგვის პროცესის
მართვა; - სისტემური შეცდომებისა და მომხმარებლების როლების დეტალური გაწერა;
- სისტემის თითოეული მომხმარებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით მომხმარებელთა ინსტრუქციებისა და ხარვეზების აღმოფხვრის გზების
თავმოყრა.