SavvY Education

რატომ აღნიშნული სერვისი?

SavvY Education არის SavvY-ის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ბიზნეს განათლებისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე. ამ მიმართულების მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ცოდნის განახლების მსურველები დავაკავშიროთ დარგის მოწინავე ტრენერებთან.

ჩვენი მიზანია ადამიანებმა მიიღონ თავიანთი საჭიროების შესაბამისი ცოდნა, რაც მათ ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლაში; ხოლო კომპანიებმა მიიღონ მდგრადი, თანამედროვე, მუდმივად განახლებადი და ხელმისაწვდომი პროგრამები მათი პერსონალის გადამზადებისა და მუდმივი განვითარებისთვის.

როგორია ჩვენი მიდგომა?

ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ დამსაქმებლების მოთხოვნებსა და მომავლის ტრენდებს იმისათვის, რომ შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს არა მხოლოდ ის, რაც სჭირდება დღეს, არამედ ის, რაც დასჭირდება ხვალ. შესაბამისად, ჩვენი გუნდი დარგის წამყვან ექსპერტებთან და ტრენერებთან ერთად ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ კურსებსა თუ პროგრამებს კორპორატიული სექტორისთვის.

რას გთავაზობთ?

ჩვენ გთავაზობთ დანერგოთ თქვენს ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული პროგრამები კადრების გადამზადებისთვის, ჩვენთან ერთად მუდმივად იზრუნოთ თქვენი გუნდის კვალიფიკაციის ზრდაზე და ხელი შეუწყოთ მათი კომპეტენციების განახლებას;

კორპორატიული ტრენინგების საშუალებით გთავაზობთ განაახლოთ ცოდნა და დაეუფლოთ პრაქტიკულ უნარებს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებში, როგორიცაა ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვები, გადასახადები; შეიძინოთ ის პრაქტიკული უნარები, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნეს გარემოში დასაქმებისთვის და გაიზიაროთ დარგის წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება;

ჩვენთან ერთად შეძლებთ თქვენი პროფესიული კომპეტენციები მუდმივად პროგრესირებადი იყოს.

how can we help you?

Contact us at our office or submit a business inquiry online.