თინათინ სისაურიCR მენეჯერი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი

სახელი/გვარი: თინათინ სისაური

თანამდებობა:  CR მენეჯერი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი

თინათინი:

 

10 წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ მაჩვენა, რომ კომპანიის წარმატებისათვის საჭიროა, იქ დასაქმებული ადამიანები ენდობოდნენ ერთმანეთს და მუშაობდნენ ერთობლივ წარმატებაზე. SavvY-ში ყველა ადამიანს საერთო მიზანი ამოძრავებს. გამოასწორონ დღევანდელ ბიზნეს გარემოში არსებული პრობლემები.

მე ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი ვარ. მიმაჩნია, იმისათვის, რომ შეცვალო აუცილებელია, საუკეთესო იყო შენს სფეროში.  „ისწავლე, რომ შეცვალო“, ეს ჩვენი დევიზია. ვფიქრობ, სწავლისა და ცვლილებების დრო ყოველთვისაა და მას ასაკი არ გააჩნია.“

 

თინათინის შესახებ

თიკო SavvY-ში 2018 წლის თებერვლიდან მუშაობს. მას ამ მიმართულებით მუშაობის 3 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი საუკეთესო თვისებები ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაა. თიკო ცვლის ჩვენთან ერთად.

კითხვა/პასუხი:

რა გსურთ, რომ შეცვალოთ დღევანდელ ქართულ ბიზნეს გარემოში და რა არის თქვენი მიზანი?

ვფიქრობ, ქართული ბიზნესგარემოს უკლებლივ ყველა პრობლემის საწყისი, განათლების ნაკლებობაა. ამ პრობლემას თითქმის ყველა ნაბიჯზე ვაწყდებით. ჩემი ერთ-ერთი დიდი სურვილი და მიზანიც სწორედ ესაა, ამაღლდეს განათლების დონე, რათა ყოველი ბიზნეს გადაწყვეტილება გააზრებულად და კონკრეტულ ცოდნასა და განათლებაზე დაყრდნობით იყოს მიღებული.

როგორ გეხმარებათ SavvY-ში მუშაობა ამ მიზნის მიღწევაში?

SavvY-ის ერთ-ერთი მიმართულება, როგორც იცით, სასწავლო ცენტრია, რომელიც ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ცოდნის გაზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება. ეს მიმართულება ზემოთ აღნიშნული მიზნის განხორციელებაში უდიდეს როლს თამაშობს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოციალური ქსელები

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში