თორნიკე ჩხაიძემმართველი პარტნიორი

სახელი/გვარი: თორნიკე ჩხაიძე

თანამდებობა:  მმართველი პარტნიორი

განათლება: BA, ფინანსური აღრიცხვა, მენეჯმენტი და ფინანსური ბაზრები, საქართველოს უნივერსიტეტი

თორნიკე:

 

ჩვენ ვცვლით –  ამ სლოგანის იდეაზე ბევრი არ გვიფიქრია, რადგან დარწმუნებით ვიცოდით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ არსებული ბიზნესგარემოს უკეთესობისკენ შეცვლას წარმოადგენს. დღეს ჩვენი ყოველი ქმედება სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურება. ცვლილებები არა მარტო თანამედროვე ფინანსურ და სტრატეგული მართვის სტანდარტებით მიიღწევა, არამედ ადამიანურ რესურსზე არის ორიენტირებული. ჩვენ, ჩვენი გუნდის ქვეშ ვაერთიანებთ ადამიანებს, რომლებიც ადრეული ასაკიდან ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ გარემო და ამის საწყისად სწორედ საკუთარი თავის განვითარება მიაჩნიათ. ჩვენ მათ ხელს ვუწყობთ, რომ გამოსცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით და იპოვონ ის, რაშიც საუკეთესოები იქნებიან, რადგან შეცვლა მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ.

ექსპერტიზა

  • ბიზნესის დაგეგმვა და კვლევები
  • ფინანსური მოდელირება
  • ბიზნესის განვითარება
  • პროცესების მართვა
  • ბიუჯეტირება
  • ციფრული ტრანსფორმაცია
  • პროექტების და გუნდების მართვა

თორნიკეს შესახებ

თორნიკე SavvY-ს დამფუძნებელია, აქვს 10 წლიანი გამოცდილება ბიზნეს კონსალტინგში, როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესების მიმართულებით. მას აქვს ციფრულ ინდუსტრიაში მუშაობის და ERP სისტემების დანერგვის გამოცდილება. თორნიკე ამავდროულად არის სხვადასხვა დარგის ბიზნესის თანადამფუძნებელი. მას აქვს სტარტაპებთან მუშაობის და მათი მართვის 15 წლიანი გამოცდილება. გარდა SavvY-ს სტრატეგიული განვითარებისა, თორნიკე ხელმძღვანელობს ბიზნესის განვითარების მიმართულებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოციალური ქსელები

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში