ლელა კუპრაშვილიპროექტის მენეჯერი

სახელი/გვარი : ლელა კუპრაშვილი

თანამდებობა: პროექტის მენეჯერი

განყოფილება: ფინანსური დივიზია

ინდუსტრიები: ვაჭრობა, წარმოება, მომსახურების სფერო, არასამთავრობო სექტორი

ლელა:

 

ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო თვისება საბოლოო შედეგებზე ორიენტირებულობაა. შედეგის მისაღწევად კი დაუღალავი შრომა, დეტალებზე ყურადღების გამახვილება, მუდმივად სიახლეების გაცნობა და პროფესიული ზრდის შენარჩუნებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი საქმის სიყვარული და თავდადება.

SavvYის გუნდი სწორედ ასეთ ადამიანებს აერთიანებს. შრომასა და პროფესიულ ზრდაზე შეყვარებულებს, რომლებისთვისაც მთავარი მათი მიზნები და ამ მიზნებისკენ სწრაფვაა. მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი.

ლელას შესახებ

ლელამ SavvY-ში მუშაობა 2019 წელს დაიწყო. იგი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ასევე ACCA წევრი. ლელას აუდიტის მიმართულებით მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს. ლელა ცვლის ჩვენთან ერთად.

კითხვები/პასუხები:

რა გსურთ, რომ შეცვალოთ დღევანდელ ბიზნეს გარემოში და რა არის თქვენი მიზანი?

  • კომპანიებისთვის განვითარების შესაძლებლობების ზრდა ფინანსებზე მეტი ხელმისაწვდომობით, რისთვისაც აუცილებელია მოწესრიგებული და გამჭვირვალე ანგარიშგების სისტემა.
  • კომპანიებისთვის ფინანსების მართვასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია.
  • ფინანსების მიმართულებით პროფესიონალებისთვის სამუშაო პროცესების გამარტივება
  • კომპანიებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის ხელშეწყობა.

როგორ გეხმარებათ SavvY-ში მუშაობა ამ მიზნის მიღწევაში?

კომპანიებში ფასს-ის დანერგვით ხდება ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგება, რაც სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებაში დიდ როლს ასრულებს. პროფესიონალების კომპეტენცია იზრდება და ამით უმარტივდებათ სამუშაოს შესრულება. საბოლოო ჯამში ეს უზრუნველყოფს სამუშაოს უფრო ეფექტურად შესრულებასა და მეტ გამჭვირვალობას. 
ფასს-ის დანერგვა კომპანიებს საშუალებას აძლევს დააინტერესონ მეტი ინვესტორი, მოიზიდონ მეტი დაფინანსება და გავიდნენ საერთაშორისო მასშტაბზე. ამგვარად, SavvY მეხმარება მივაღწიო იმ მიზნებს, რომლებიც ზევით აღვნიშნე.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოციალური ქსელები

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში