მარიამ ცნობილაძეუმცროსი კონსულტანტი

სახელი/გვარი: მარიამ ცნობილაძე

თანამდებობა:  უმცროსი კონსულტანტი

განყოფილება: შეფასების დეპარტამენტი

ინდუსტრიები: მედიცინა, სოფლის მეურნეობა, ტელეკომუნიკაციები

მარიამი:

SavvY-ს გუნდის წევრობის პირველივე დღიდან ვეცნობი ქართულ ბიზნეს სექტორს, ბაზარს, მიწევს ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობა და ეს პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ SavvY-მ საშუალება მომცა მეპოვა ჩემი ინტერესის სფერო, განვითარების მიმართულება.

აქ მუშაობა საშუალებას მაძლევს გამოვიყენო ჩემი ცოდნა, უნარ-ჩვევები პრაქტიკულ საქმიანობაში, კიდევ უფრო გავიმდიდრო შესაძლებლობები და გავხდე უფრო კონკურენტუნარიანი.   

მარიამის შესახებ

მარიამი SavvY-ს გუნდის წევრი 2019 წლიდან გახდა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და SavvY-ში შეფასების დეპარტამენტში უმცროსი კონსულტატის პოზიციაზე მუშაობს. მისი საუკეთესო თვისება საქმის სიყვარული და განვითარებაზე ორიენტირებულობაა. მარიამი ცვლის ჩვენთან ერთად. 

კითხვა/პასუხი:

რა გსურთ, რომ შეცვალოთ დღევანდელ ქართულ ბიზნეს გარემოში და რა არის თქვენი მიზანი?

ქართულ ბიზნეს გარემოს წინ განვითარების გრძელი გზა აქვს და მრავალი საკითხია ისეთი, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. თუმცა მე პირადად აღვნიშნავდი  ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც აუცილებლად არის გამოსასწორებელი. მაქსიმალურად გავზრდიდი ბიზნესის გამჭვირვალობის დონეს და  ასევე კონკრეტულ ბიზნესში ჩართული პირების მიერ საქმისადმი დამოკიდებულებას ,რაც ალბათ, ბიზნეს სექტორში ჩართული კომპანიების მიერ, თანამშრომელთა განვითარებაზე მეტი ყურადღების გამახვილებით მიიღწევა.

როგორ გეხმარებათ SavvY-ში მუშაობა ამ მიზნის მიღწევაში?

შემიძლია ვთქვა, რომ SavvY-ში მუშაობამ რეალურად დამანახა ბაზრისა და კომპანიების მდგომარეობა და საშუალება მომცა მონაწილეობა მიმეღო მისი გაჯანსაღების პროცესში. ვფიქრობ, რომ შესრულებული სამუშაოს შედეგად წვლილი შევიტანე კომპანიების ეფექტიანობის და გამჭვირვალობის გაზრდაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოციალური ქსელები

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში