ნათია გოლიაძეასოცირებული პარტნიორი

სახელი/გვარი: ნათია გოლიაძე

თანამდებობა:  ასოცირებული პარტნიორი 

ნათია:

 ვფიქრობ, SavvY თავის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ვისაც მუდმივი თვითგანვითარების სურვილი აქვს, უნდა უკეთესობისკენ შეცვალოს დღევანდელი ბიზნეს გარემო ან უბრალოდ, სურს კვალიფიციურ, წარმატებულ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობა, SavvY მათი და, სწორედ ამიტომ, ჩემი არჩევანიცაა. ეს არის ადგილი, სადაც ხვდები, რომ შესაძლებლობები ამოუწურავია, საინტერესო პროექტები კი – კიდევ უფრო მეტი და რაც მთავარია, ხარ იმ ცვლილებების ნაწილი, რომელიც ქართული წარმატების მოდელს ქმნის. 

ნათიას შესახებ

ნათია SavvY-ის ასოცირებული პარტნიორია. მას აქვს 5 წელზე მეტი გამოცდილება ბიზნეს კონსალტინგში, განსაკუთრებით MSME სფეროში და 10 წლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში. ნათია სხვადასხვა საგრანტო პროექტების ფინანსური კონსულტანტი/ექსპერტია ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ან MSME ბიზნესის პოტენციალის გამოსავლენად სოფლის მეურნეობაში ან არასასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიებში. ის ასევე არის მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის სხვადასხვა სახელმძღვანელოების თანაავტორი; ნათია დოქტორი და მკვლევარია. მას წამყვანი როლი აქვს ბიზნეს გეგმების, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაში და ბაზრის კვლევაში საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისთვის.  გარდა SavvY-ს სტრატეგიული განვითარებისა, ნათია ხელმძღვანელობს ბიზნეს გეგმების და კვლევების მიმართულებას.  ნათია ცვლის ჩვენთან ერთად.

კითხვა/პასუხი:

რა გსურთ, რომ შეცვალოთ დღევანდელ ქართულ ბიზნეს გარემოში და რა არის თქვენი მიზანი?

ჩემი მიზანია ხელი შევუწყო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას კომპანიებისთვის გადაწყვეტილების მიღების გამარტივების გზით, საერთაშორისო გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებითა და იმ გამოწვევების გადაჭრის გზით, რომელიც მათ წინაშე დგას. არანაკლებ მნიშვნელოვანია განათლება, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრების წყაროა კომპანიებისთვის. ჩემი მიზანია ხელი შევუწყო ბიზნეს განათლებისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას, იმგვარად რომ ადამიანებმა მიიღონ თავიანთი საჭიროების შესაბამისი ცოდნა

როგორ გეხმარებათ SavvY-ში მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად?

SavvY ცვლილებებზე, განვითარებაზე, გაუმჯობესებაზე ორიენტირებულია. მუდმივად ცდილობს თანამედროვე სტანდარტების, სიახლეების და ინოვაციების დანერგვას. დიდ ყურადღებას აქცევს განათლების კომპონენტს. SavvY-ის გუნდი ორიენტირებულია კომპანიებში შეცვალოს ხედვა, გააუმჯობესოს გუნდის კვალიფიკაცია. ჩემი აზრით, SavvY-ის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ცვლილებები, რომელსაც ხელს ვუწყობთ, არ არის მხოლოდ ერთჯერადი. SavvY- ის მიდგომაა გაუმჯობესების და განვითარების დანერგვა იმგვარად, რომ ამ ცვლილებების განხორციელების კომპეტენცია კომპანიის ძლიერი მხარე გახდეს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოციალური ქსელები

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში