მარიამ ქოიავამმართველი პარტნიორი

სახელი/გვარი: მარიამ ქოიავა

თანამდებობა:  მმართველი პარტნიორი

განყოფილება: SavvY

განათლება: HBX, ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, ACCA-ს წევრი, BA, ბიზნესის ადმინისტრირება, კავკასიის უნივერსიტეტი

მარიამი:

 

SavvY– ში გვჯერა, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოსა და გლობალური ეკონომიკის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან პერიოდში. ამის გათვალისწინებით და ბაზრის ტენდენციების დეტალური ცოდნით, ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ძალა არის, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალურ ეკონომიკაზე განგრძობითი და არსებითი გავლენის მოხდენა. ჩვენი დევიზი – “ჩვენ ვცვლით“- კომპანიის მისწრაფების განსახიერებაა. ჩვენ ვაუმჯობესებთ საქართველოში ბიზნესის მართვის პრაქტიკებს, ვნერგავთ ყველაზე ეფექტურ ტექნოლოგიებს და ვამაღლებთ  ქვეყანაში პროფესიონალიზმის საერთო დონეს.

ჩვენი მიზანი – სწავლისა და ზრდისკენ მუდმივი სწრაფვა – თანდათან გადამდები გახდა ყველასთვის და რაც მთავარია, გუნდისთვის, რომელიც არ ზოგავს ენერგიას ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. SavvY-ს გუნდი გამოირჩევა გულმოდგინებით და ხელს უწყობს პოზიტიურ და შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომებს. ეს ადამიანები ჩვენი მთავარი სიძლიერეა და გვჯერა, რომ მათთან ერთად – ჩვენ ვცვლით. ჩვენ ვცვლით.

 

      ექსპერტიზა

  • ფინანსური კონსალტინგი;
  • ინოვაცია;
  • ბიზნესის განვითარება;
  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

მარიამის შესახებ

მარიამს წამყვანი როლი ჰქონდა არაერთი ბიზნესგეგმის შემუშავებაში, როგორც დამოუკიდებელ კონსულტანტს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისთვის. გარდა ამისა, იგი 7 წელზე მეტია არის IFRS-ის ლექტორი და ტრენერი. იგი წარმატებით თანამშრომლობს EBRD, USAID, UNDP, ADB და სხვა საერთაშორისო განვითარების ფონდებთან საკონსულტაციო და შესაძლებლობების განვითარების პროექტებში. დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე მას აქვს სიღრმისეული ცოდნა ოპერაციებსა და კონტროლში მრავალი ინდუსტრიისთვის და შეუძლია იმოქმედოს, როგორც ცვლილებების აგენტი.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოციალური ქსელები

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში