ნიკა ქოიავაასოცირებული პარტნიორი

სახელი/გვარი: ნიკა ქოიავა

თანამდებობა: ასოცირებული პარტნიორი

განყოფილება: Funding, Due Diligence

ნიკა:

SavvY ზრუნავს როგორც პერსონალურ, ისე პროფესიონალურ ურთიერთობებზე და ჩვენი გუნდი გამოირჩევა ემპატიით და ტემპერამენტით. მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო პროექტებში, რომლებიც სწორედ ჩემი ინტერესის და კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს და მსიამოვნებს ვიყო ამ პროექტების ნაწილი მათი დაწყებიდან დასასრულამდე. 

ნიკას შესახებ:

ნიკამ SavvY-ში მუშაობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. მას აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ფინანსური თეორიის მიმართულებით და მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ბიზნესის, ასევე აკადემიურ სექტორში. ნიკა SavvY-ში პასუხისმგებელია Funding, შერწყმა-გაერთიანების და Due Diligence მიმართულებაზე.

კითხვა/პასუხი:

რა გსურთ, რომ შეცვალოთ დღევანდელ ბიზნეს გარემოში და რა არის თქვენი მიზანი?

ტექნოლოგიებისა და ანალიტიკის სფეროების გადაკვეთა კომპანიებს განვითარების უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო იმ პროცესების ნაწილი, სადაც კომპანიები ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებიან მომგებიანობის და ეფექტიანობის ზრდის კუთხით და ამაში დავეხმაროთ მათ მეტი კრეატიულობით, გაუმჯობესებული კომუნიკაციის, მაღალი დონის ფინანსური და პროცედურული არქიტექტურის უზრუნველყოფით.

როგორ გეხმარებათ SavvY-ში მუშაობა ამ მიზნის მიღწევაში?

SavvY-ის გუნდი გამოირჩევა თავის საქმეში მაღალი გამოცდილებით, რაც საშუალებას მაძლევს მათთან ერთად განვახორციელო ცვლილებები. მაქვს საშუალება ვიყო იმ ვიზიონერთა შორის, რომლებიც მიზანდასახულად, დეტალებზე ორიენტირებით და ამავდროულად მოქნილად, ყველა გამოწვევას უმკლავდება. SavvY მაძლევს საშუალებას ფეხი შევდგა, როგორც ახალ ინდუსტრიებში, ასევე იმ სფეროებში, სადაც ჩემი კომპეტენციის წარმოჩენა და განვითარება მიწევს. ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს ექპერტთა გამოცდილი გუნდის ჩამოყალიბება, თუ კომპლექსური პროექტის განხორციელება, დასახული მიზნის მიღწევისკენ მამოძრავებს გუნდის დანარჩენი წევრების ჩართულობა და ჩემი, როგორც პარტნიორის როლი.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოციალური ქსელები

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

გვესტუმრეთ ოფისში ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში